вторник, 27 января 2009 г.

ხაჭაპური


საკვების რეგულარულად და დროულად მიღებას გადამწყვეტიმნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლის უანარიანობისათის, ამიტომ საჭმლის მომზადების ხელოვნება წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ერთ–ერთ უძველეს დარგს– დაწყებული პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებიდან. ასე თანდათან იქმნებოდა ეროვნული სამზარულო განუყოფელი ნაწილი ეროვნული კულტურისა, რომლის საფუძველს წარმოადგენს მჭიდროდ დაკავშირებული ორი ძირითადი ფაქტორ–ნედლეული და მომზადების ხასიათი. ნედლეულის მოპოვება ძირითადად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ეროვნულ სამზარეულოზე ძირითადად გავლენას ახდენს გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურული და ეკონომიკური პირობები. საქართველოში ძირითადად მესაქონლეობას, სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ადამიანმა პურის ცხობა დაიწყო. მესაქონლეობის განვითარების შედეგად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცნობილი ყველის სხვადასხვა სახეობებს ამზადებდნენ. ეს სახეობებია: იმერული, ოსური, თუშური და სხვა სახის ყველი. ყველი არის ძროხის, კამეჩის, თხის, ცხვრის. ერთი და იგივე რძისგან შეიზლება მომზადდეს სრულიად სხვადასხვა გვარი ყველი, ეს დამოკიდებულია მომზადების წესზე. ქართულმა სამზარეულომ თავისი თავისებურებით დიდი ხანია მოიპოვა დიდი პოპულარობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა თავის გავლენას ახდენს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, აგრეთვე სამხრეთ საქართველოს რაიონებისათვის დამახასიათებელ კერძებზე. დასავლეთ საქართველოში ერთმანეთისაგან განსხვავებული სამზარეულო აქვთ იმერლებს, რაჭველებს და აჭარლებს. მიუხედავად ამისა ქართული კერძები თავისი მრავალფეროვნებით წარმოადგენენ ერთ მთლიან ეროვნულ სამზარეულოს, რომელიც იქმნებოდა და იქმნება ეროვნული კულტურის ერისათვის დამახასიათებელი გემოვნებით, ჩვევებითა და მოთხოვნილებით.
სამზარეულო ჯანმრთელობის პირველი წყაროა, ამიტომაც მას განსაკუთრებული მოვლა (ჰიგიენის დაცვა) სჭირდება.
–დედამიწის ყოველი მცენარე და ცოცხალი არსება მზის ენერგიაზე, მის ინტენსიურობაზეა დამოკიდებული, ჩვენი დედამიწაც უსიცოცხლო, გათოშილი მარადიულ წყვდიადში ჩაძირული რამ იქნებოდა, რომ მას მზის ჯადოსნური სხივები არ ანათებდეს.მზის აუცილებლობას უძველესი დროიდანვე გრძნობდა ადამიანი, თავის დამოკიდებულებას მზესთან სხვადასხვა გზებით გამოხატავდა. ხაჭაპური ტრადიციული სუფრის მშვენებაა.მისი ფორმა სწორედ მზის ფორმასთან ასოცირდება ხაჭაპურს უმეტესად მზესავით მრგვალი ფორმა აქვს და მისი ოქროსფერი ზედაპირი მზის სხივებს გვაგონებს.
ხაჭაპური ნიშნავს ხაჭოიან პურს. იგი ქართული სუფრის ერთ–ერთი აუცილებელი ნამცხვარია და მის მოსამზადებლად აუცილებელია ვიცოდეთ შემადგენლობა მასალის–ცომის და ყველის გულსართის დამუშავების და გამოცხობის წესი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარ ხაჭაპურს აცხობენ.